გიგი კალანდაძე ირაკლი ალასანიას განცხადებას “თვითგადარჩენისთვის გაჟღერებულს” უწოდებს
საქართველოს შეარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი გიგი კალანდაძე თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გარშემო ატეხელ სკანდალს ეხმაურება. გენერალს მიაჩნია, რომ ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისიტროშო ძველი კორუმპირებული და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები დააბრუნდა და სახვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნა.
„მინდა გამოვეხმაურო მინისტრ ალასანიას ფსევდო-დასავლური ორიენტაციის მქონე განცხადებას. კერძოდ, მისი დღევანდელი განცხადება იყო თვითგადარჩენისთვის გაკეთებული და გათვლილი ჩვენს უცხოელ, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე. სინამდვილეში იგივე ფსევდო-დასავლური დაპირებებით მმართველობაში მოსულმა დღევანდელმა ხელუსუფლებამ და თავად მინისტრმა ალასანიამ ამ კურსის ცვლილება დაიწყეს 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მაშინ, როცა მიზანმიმართულად ჩაშალეს ნატოს სამხედრო მინისტერიალი, უსაფუძვლო ბრალდებებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, მათ გააჩერეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის შექმნილი პროექტები, გააჩერეს ქართული სამხედრო მრეწველობა, სწორედ 2012 წლის შემდეგ, პირველად შემცირდა მიღების მსურველები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში. სწორედ მინისტრმა ალასანიამ დააბრუნა შეიარაღებულ ძალებში ძველი, ხშირ შემთხვევაში კორუმპირებული და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე, რის შედეგებსაც შეიარაღებული ძალები დღეს იმკის და აშკარაა სტაგნაცია ამ სახელმწიფო ინსტიტუტის. და ბოლოს, ქართული არმია არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გაერთიანების კუთვნილება. იგი ეკუთვნის ქართულ სახელმწიფოს და მის საზოგადოებას და არავის არ აქვს უფლება იგი გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის“ – წერს გიგი კალანდაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.