საქართველოს პრეზიდენტი ვენაში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიის ფედერალურ სავაჭრო პალატაში გამართულ დისკუსიას დაესწრო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დისკუსია ბიზნესის მეშვეობით განვითარების გამოწვევების დაძლევას შეეხებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი, გენერლური მდივნის მოადგილე გაიან ჩანდრა აჩარია, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი, ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კრისტოფ ლეიტლი და სხვები. შეხვედრა, რომელიც ოფიციალური ლაჩის ფორმატით გაიმართა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები