კიევმა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მიუწოდა. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა. უკრაინელი პოლიტიკოსის აზრით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ხელმძღვანელების და პარლამენტების არჩევნების აღიარებით რუსეთმა „დასავლეთის ქვეყნების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა“. „თუ დასავლურ მსოფლიოს სურს, რომ რუსეთი მის აზრს პატივს სცემდეს და საერთაშორისო საერთო წესებს ითვალისწინებდეს, მაშინ ლოგიკური იქნებოდა ნებისმიერი საშუალებით კრემლის მიმართ ზეწოლის განხორციელება ეს სანქციების გაძლიერებასაც ითვალისწინებს“, – განაცხადა კლიმკინმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მოსკოვის მიერ დონბასში არჩევნების აღიარების გამო აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები