გია ხუხაშვილი სიტუაციიდან გამოსავალს ღარიბაშვილის მიერ ალასანიას გადაყენებაში ხედავს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიჩნევს, რომ პრემიერმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან უნდა მოხსნას. როგორც “კვირასთან საუბრისას ხუხაშვილი აცხადებს, “შემდეგი სიტყვა, ანუ ახლა, ბურთი არის პრემიერ-მინისტრის მოედანზე, ის რა გამოსავალს ნახავს ამ სიტუაციაში, ძნელი სათქმელია.. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური დაპირისპირების სახე შეიძინა.
„ფაქტია, რომ ამ საქმის სამართლებრივი ასპექტები უკანა პლანზე გადავიდა და პოლიტიკური დაპირისპირების სახე შეიძინა, ეს არის ძალიან სამწუხარო. ალასანიას გადადგომა მოსალოდნელი იყო, როცა მან ბრიფინგი დანიშნა, თუმცა, როგორც დავინახეთ, მას ეს არ გაუკეთებია, მაგრამ დაპირისპირება უკვე მძიმე ფაზაშია შესული. ეს არის ძალიან უცნაური, რომ თითქოს, ერთი შეხედვით, ბანალური კორუფციული საქმე რატომ უკავშირდება მაინც და მაინც ჩვენს გეოპოლიტიკურ ვექტორს, ან ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას, ეს მე, ცოტა არ იყოს, მეუცნაურა. შემდეგი სიტყვა, ანუ ახლა ბურთი არის პრემიერ-მინისტრის მოედანზე, ის რა გამოსავალს ნახავს ამ სიტუაციაში, ძნელი სათქმელია, სავარაუდოდ, ვიტყოდი, გარდა იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს, სხვა გამოსავალს ამ ვითარებაში მე ვერ ვხედავ, თუმცა ვისურვებდი, რომ უფრო რბილი გამოსავალი გამოძებნილიყო“, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები