მაია ფანჯიკიძე: გეტყვით, რომ არის ძალიან რთული ვითარება
თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოვლენებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აფასებს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, “ვითარება ძალიან რთულია”.
“გეტყვით, რომ არის ძალიან რთული ვითარება და ამ ვითარებაში, იმის მაგივრად, რომ საკითხები გაირკვეს, რჩება კიდევ უფრო მეტი კითხვა, ეს ყველაფერი კი ძალიან ცუდ ფორმას იძენს და მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ შესაძლებელი იქნება იმ ეჭვების გაფანტვა, რომელიც აღძრულია, პირველ რიგში, საზოგადოებაში და, აგრეთვე, როგორც ხელისუფლების, ისე პარლამენტის შემადგენლობაში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.