დონბასის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმების შესახებ კანონი რადაშია შეტანილი

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ „დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული წესის გაუქმების შესახებ“ კანონპროექტი უზენაეს რადაში შეიტანა.
ეს გადაწყვეტილება უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მინსკის შეთანხმებების რეალიზების ფარგლებში მიიღეს. შეგახსენებთ, რომ „დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცაკლკეულ რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განსაკუთრებული წესის შესახებ“ კანონს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 16 ოქტომბერს მოაწერა ხელი.
განსაკუთრებული წესი მდგომარეობის ნორმალიზაციისთვის პირობების შექმნის მიზნით, 3 წლით უნდა დაწესებულიყო რაიონებში, რომლებშიც შეიარაღებული კონფლიქტი სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის დაიწყო. კანონის თანახმად დევნილების დაბრუნება უნდა მომხდარიყო. გარდა ამისა, მოვლენების მონაწილეებს სისხლის სამართლის დევნისგან იმუნიტეტი ექნებოდათ. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად „სახალხო მილიცია“ იკრიბებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში არჩევნები, კანონის თანახმად, 7 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები