პან გი მუნი: „არჩევნები“ დონბასში მშვიდობას ხელს არ უწყობს

გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტების მიერ ჩატარებული „არჩევნები“ „კონტრპროდუქტიული და წუხილის ღირსია“. ვენაში, ეუთოს შტაბ-ბინაში გამოსვლისას პან გი მუნმა ყველა მხარეს მიუწოდა: დაადასტურონ ის, რომ უკრაინაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ მინსკის შეთანხმებებს ემხრობიან. პან გი მუნის თქმით, „ტრაგედიები, რომლებსაც ჰაერში და მიწაზე ადამიანთა სიცოცხლე მიაქვთ“ „პრობლემის გადაწყვეტის ჩვენ საერთო უნარს“ ძირს უთხრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები