საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტთან ჰეინც ფიშერთან გამართა შეხვედრა- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესცენტრის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იმ გამოცდილებას, რომელიც ავსტრიას ამ მხრივ აქვს. შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.