ზახარჩენკო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე ზახარჩენკოს ინაუგურაცია დასრულდა. ზახარჩენკომ ბიბლიაზე იმის ფიცი დადო, რომ „საკუთარ მოვალეობებს კეთილსინდისიერად შეასრულებს“. გარდა ამისა, ინაუგურაციის ცერემონიაზე ზახარჩენკომ „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის მოწმობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან რომან ლიაგინისგან მიიღო.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელს „რესპუბლიკის“ სპიკერმა ბორის ლიტვინოვმა მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე ალექსანდრე ზახარჩენკომ ხმების 75,5 % მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები