მოსკოვში „რუსული მარში“ და „ნოვოროსიის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
მოსკოვში სახალხო ერთობის დღეს აღნიშნავენ. ლუბლინოს რაიონში მოსკოვის სამხრეთ-ღმოსავლეთით ე.წ. „რუსული მარში“ მიმდინარეობს. მისი ორგანიზატორის, გაერთიანება „რუსკიეს“ ლიდერის დიმიტრი დემუშკინის თქმით, აქციაში 10 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტის შეფასებით, „რუსულ მარშზე“ მხოლოდ 1000 მონაწილეა შეკრებილი.
ნაციონალისტებმა მოსკოვში კიდევ ერთი მსვლელობა მოაწყვეს. მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით რაიონ შუკინოში დაახლოებით 5 000 ადამიანია შეკრებილი. აქცია „ნოვოროსიას“ მხარდასაჭერად ეწყობა, – ამბობენ ორგანიზატორები.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, აქციების უნიკალურობა იმაშია, რომ მსვლელობებში მონაწილეობას, როგორც უკრაინის სამხრეთით „სახალხო რესპუბლიკების“ მომხრეები, ისევე რუსი და უკრაინელი ხალხის ძმობის მხარდამჭერები იღებენ.