გერმანიაში თარჯიმნის შეცდომამ მიგრაციის ცენტრის ევაკუაცია გამოიწვია

დასავლეთ გერმანიაში მიგრაციის და დევნილების საკითხებში ფედერალური ცენტრის ოფისის ევაკუაცია თარჯიმნის შეცდომის გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, თარჯიმანმა თქვა, რომ სერბ დევნილს, რომელსაც თავშესაფარი სჭირდებოდა, ხელში ეჭირა ბოთლი „ქიმიური იარაღით“, – წერს The Local-ი. სინამდვილეში, სერბმა თქვა, რომ სითხეს ბოთლში ქიმიური შეტევისგან დაცვა შეუძლია. თარჯიმანმა კი შეცდომით თარგმნა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცენტრში მყოფი ადამიანების ევაკუაცია გადაწყდა.
დორტმუნდის სახანძრო ბრიგადის მორიგის ატანასიოს ტანოსის განცხადებით, სიგნალზე 48 სახანძრო მანქანა  გამოცხადდა.
„ევაკუირებულია დაახლოებით 20 ადამიანი. საბოლოოდ გაირკვა, რომ თარჯიმანმა შეცდომა დაუშვა. მას შემდეგ, სითხის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს თაფლი იყო“, – განაცხადა ტანოსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები