ბოევიკებმა დონეცკში სახლები გაანადგურეს

დონეცკის ოლქის 2 რაიონში სროლის შედეგად საცხოვრებელი სახლებია დანგრეული.
ამის შესახებ დონეცკის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურში განაცხადეს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კუიბიშევსკის რაიონში სამხედრო მოქმედებების დროს სრულად განადგურდა 3, კიევის რაიონში კი – 2 სახლი.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, გაზის გარეშე 2564 აბონენტი რჩება. გაზის მიწოდების პრობლემა 5 მრავალბინიან და 1834 კერძო სახლს აქვს.
საქალაქო სამსახურში განაცხადეს, რომ ავარიული ნაწილების შეკეთებას დღეიდან დაიწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები