პოროშენკოს დონბასის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმება სურს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს განცხადებით, მას დონბასის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმება სურს. ამ საკითხის დაყენებას პოროშენკო ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოზე განსახილველად გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ფსევდოარჩევნების“ ჩატარებამ სიტუაცია მკვეთრად გაამძაფრა.
„დეცენტრალიზაცია ჩვენს არსენალში დონბასში პოლიტიკური დარეგულირების საკვანძო ელემენტად რჩება. ყველა მხარის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულების შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით ახალი კანონის მისაღებად. ცეცხლის შეწყვეტის, ბუფერული ზონის შექმნის, საზღვარზე კონტროლის დამყარების და ასევე იმ ნაბიჯების შემთხვევაში, რომლებიც „ბოევიკების“ მხრიდან 2 ნოემბრის ე.წ. არჩევნების საკითხში უკან დახევად ჩაითვლება“, – წერს პოროშენკო საკუთარ განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ახალ კანონში მკვეთრი საზღვრები იქნება აღნიშნული. ადგილობრივი თვითმმართველობის წესი კი მინსკის შეთანხმებების შესატყვისი იქნება. გარდა ამისა, საბიუჯეტო დეცენტრალიზაცია განსაზღვრება ისე, რომ არ იყოს კითხვა: „ვინ ვის კვებავს“. შესაბამისად, ეს რაიონები საკუთარი რესურსების საფუძველზე საკუთარ დაფინანსებაზე აგებენ პასუხს.
პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ პერსპექტივაში დონბასი შესაძლებელია, თავისუფალ ეკონომიკურ ზონად იქცეს იმ შეთხვევაში, თუ ეს ტერიტორია უკრაინის კანონებს დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები