საუდის არაბეთში უცნობებმა მუსლიმი შიიტები დაცხრილეს
საუდის არაბეთის აღმოსავლეთით უვნობი ბოროტმოქმედები რელიგიურ მსვლელობაში მონაწილე მუსლიმ-შიიტებს თავს დაესხნენ. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმა შუაღამისას მოხდა, როდესაც შიიტები აშურას დღეს აღნიშნავდნენ. ამ დღეს იმამ ჰუსეინის – მუჰამედის შვილიშვილის სახსენებლად მასობრივი სამგლოვიარო მსვლელობები იმართება.
ცნობილია, რომ შიიტებზე თავდასხმა სამმა ნიღბიანმა განახორციელა. მათ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.