ვაშინგტომა მოსკოვის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები დააწესოს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ამ თემაზე საუბარი უკრაინაში ჩატარებული „არჩევნების“ და მათზე რუსეთის პოზიციის ჭრილში დაიწყო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს. ეს განცხადება თეთრ სახლთან არსებული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ბერნადეტ მიხენმა გააკეთა. „როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, რუსეთს აქვს არჩევანის საშუალება. თუ ის მშვიდობიან პროცესს დაუჭერს მხარს და მინსკში აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ დესტაბილიზირებული ქმედებების საფასური შემცირდება. თუ კი მოსკოვი საკუთარი ვალდებულებების იგნორირებას და დესტაბილიზირებულ და საფრთხისმომცველ ქმედებებს განაგრძობს, ფასი რუსეთისთვის გაიზრდება”, – განაცხადა მიხენმა.
მისი თქმით, „აშშ გმობს უკანანო ე.წ. არჩევნებს, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის ოლქში ჩატარდა და რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი“. მიხენმა განაცხადა, რომ ეს „არჩევნები“ უკრაინულ კონსტიტუციას, სპეციალური სტატუსის შესახებ კანონს და საარჩევნო საბაზისო ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები