საქართველოში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

ხვალიდან საქართველის მთელს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და უმეტესად უნალექსო ამინდი იქნება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსმა დოდო გვაზამ განუცხადა, თბილი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. „ხვალიდან მთელს საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და კვირის ბოლომდე თბილი ამინდებია მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექოდ, ჰაერის ტემპერატურა კი მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 18-22 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში 14-18 გრადუსი იქნება. უნალექსო ამინდები კვირის ბოლომდე გასტანს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები