“რუსეთიდან პროვოკაციულ განცხადებებს მომავალი ორი წლის განმავლობაში არაერთხელ უნდა ველოდოთ”

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, რუსეთისთვის ოკუპირებულ რეგიონებთან ხელშეკრულების გაფორმება საკმარისი არ არის, შესაბამისად, მსგავსი ტიპის პროვოკაციული განცხადებები შემდეგი ორი წლის განმავლობაში ხშირად გაჟღერდება მათი მხრიდან.
“როგორც ჩანს რუსეთისთვის საკმარისი არ არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაგეგმილი გასაფორმებელი ე.წ. ხელშეკრულებები ფაქტობროივი ანექსიის ტოლფასია რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველოს დაშინებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ მსგავსი ტიპის პროვოკაციულ განცხადებებს მე ვფიქრობ მომავალი ორი წლის განმავლობაში არაერთხელ უნდა ველოდოთ“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
“თრუსოს ხეობა ჩვენი მიწაა და ჩვენ მისთვის ვიბრძოლებთ”, – ეს განცხადება ედუარდ კოკოითმა ვლადიკავკაზში გამართულ ოსი ხალხის მეშვიდე ყრილობაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები