ოთარ ჩრდილელი ომბუდსმენს მიმართავს – მიმდინარეობს ღია, აგრესიული შეტევა ეკლესიასა და პატრიარქზე

ბოლო დღეებია, მიმდინარეობს ღია, აგრესიული შეტევა ეკლესიასა და პატრიარქზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი წერს. ბოლო დღეებია, მიმდინარეობს ღია, აგრესიული შეტევა ეკლესიასა და პატრიარქზე… ეს არის ნარჩენი- წინა ხელისუფლებისა, მათთან ასოცირებული ზოგი ჟურნალისტი, ზოგი ,,არასამთავრობო,, ზოგი ,,ძალად მაცხონე”, ცნობადი სახე… ეს ადამიანები გამოირჩევიან დედა-ეკლესიის განქიქებით, ღვარძლით, ჰეითსფიჩით (Hate speech). როგორც პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, არაა გამორიცხული- მავანმა, ჩამთვალოს სუბიექტურად და ამიტომ მივმართავ სახალხო დამცველს და მის აპარატს: მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მის უწმიდესობაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე გამოთქმულ ეთიკურად არც თუ მისაღებ განცხადებებსა თუ კომენტარებს. ჰეითსფიჩით მოსაუბრე ბატონებო (და ქალბატონებოც), ეცადეთ, რომ თქვენი სუბიექტური აზრით, ზღვარგადასული ზიზღით-არ შეილახოს- მართლმადიდებელი მრევლის, ეკლესიის და პატრიარქის პატივი და ღირსება”, – წერს ჩრდილელი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები