ნუგზარ წიკლაური: ხელისუფლება ცხინვალის გამოწვევას პასიურად ხვდება
ცხინვალის რეჟიმის ყოფილი “პრეზიდენტის” ედუარდ კოკოითის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური დესტრუქციულ ქმედებად აფასებს.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები და გეგმები საქართველოს ფაქტობრივი ანექსიისკენ არის მიმართული.
„ცხადია, რომ ამ ორგანიზაციის უკან დგას რუსეთი და ესეც არის იმ მასშტაბური გეგმის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას და ჩვენი ქვეყნის მიწების ანექსიას რუსეთის მხრიდან. ძალიან სამწუხარო და დრამატულია, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ გამოწვევებს პასიურად ხვდება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
“თრუსოს ხეობა ჩვენი მიწაა და ჩვენ მისთვის ვიბრძოლებთ”, – ეს განცხადება ედუარდ კოკოითიმ ვლადიკავკაზში გამართულ ოსი ხალხის მეშვიდე ყრილობაზე გააკეთა.