თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის ზოგიერთ უბანს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, დღეს, ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის და პუშკინის ქუჩების 689 აბონენტს, ასევე, სოფელ გლდანის, ავშნის დასახლების, თემქის III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, თემქის XI მიკრორაიონის I, II, III კვარტლების და რომელაშვილის ქუჩის 7867 აბონენტს.
11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ცოტნე დადიანის გამზირის 1133 აბონენტს.
დღესვე, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მშენებელთა დასახლების, ნავთლუღის დასახლების და ქაიროს ქუჩის 345 აბონენტს, ხოლო 10:00-დან 18:00 საათამდე _ ხრამჰესის, სააკაძის, ლამის, პისარევის და ბოდავის ქუჩების 512 აბონენტს.
11:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ტიციან ტაბიძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, მუხაძის და მოსაშვილის ქუჩების 720 აბონენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები