კიევში არსებული გათბობის პრობლემების ფონზე კლიჩკო ისრაელის სპა კურორტზე ისვენებს

ვიტალი კლიჩკომ განსაკუთრებული დასვენება მოიწყო: კიევის მერმა ცივი კიევი მიატოვა და ისრაელში სპა კურორტებზე გაემგზავრა. ამ ინფორმაციას თავის ფეისბუქ გვერდზე იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი ანდრეი პორტნოვი ავრცელებს.
„30 წუთის წინ მან სპა სეანსი დაასრულა. სპეციალურად ჩემს მიერ მიგზავნილი ადამიანი მატყობინებს, რომ ვიტალი ამჟამად მსუბუქი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, ხალისიანი სულიერი განწყობით. მან იცურავა, მიირთვა ომარი და ახლა კარგ კამპანიაში სავახშმოდ ემზადება. დილით მერს კიდევ ერთი მასაჟი ელოდება, საუზმე სანაპიროზე და წყლის პროცედურები“, – წერს პორტნოვი.
ბოლოს პორტნოვი ყველა კიეველს ურჩევს ქალაქში გათბობის და ცხელი წყლის მდგომარეობით დაინტერესდნენ და ამის შესახებ პირადად მერს დაურეკონ. ამისთვის პორტნოვი ისრაელში კლიჩკოს პირად ნომერსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ამჟამად კიევში გათბობის სერიოზული პრობლემებია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში გათბობის გარეშე კიეველთა 11 % იყო დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები