ბულგარეთის პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ქალბატონმა თავი დაიწვა (ვიდეო)

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ქალბატონმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ თავი დაიწვა. თვითმკვლელობის დემონსტრაციულ აქტს ხელი თვითმხილველებმა და პოლიციამ შეუშალა, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ექიმებმა ქალბატონი ძლიერი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
უკანასკნელ პერიოდში ბულგარეთში ეს თავის დაწვის ერთადერთი შემთხვევა არ გახლავთ. 2013 წელს ქვეყანაში გაიმართა საპროტესტო აქცია, ლოზუნგით „დავწვათ მონოპოლია“, რომლის ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ბულგარეთის მოსახლეობის 20%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=rnwrvAcvn4o” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები