თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმეზე პარლამენტის ნდობის ჯგუფი იმსჯელებს

 

  პარლმენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იმსჯელებს. “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შესახებ ნდობის ჯგუფს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, რადგან კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ 2 მილიონზე მეტი შესყიდვა ხორციელდება, შეტყობინება უწყებიდან ნდობის ჯგუფს ეგზავნება.
ნდობის ჯგუფის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარღვევების შესახებ საუბარს დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აპირებს. ოპოზიციაში კ იპროკურატურის არგუმენტები არასაკმარისად მიაჩნიათ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნდობის ჯგუფის დასკვნას ითხოვენ.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები