სოფელ ერკეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 4 ოჯახის ევაკუაცია გახდა აუცილებელი

 

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ოთხი ოჯახის ევაკუაცია გახდა აუცილებელი.
ადგილზე ვითარებას გურიის მხარის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ირაკლი კუჭავასთან ერთად გაეცნო.
„კოკისპირული წვიმების შედეგად სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, იქ მცხოვრებ ოთხ ოჯახს საფრთხე შეექმნა. ამ ოჯახთა ევაკუირება გახდა აუცილებელი. მთავარია, რომ აქ მცხოვრები ადამიანები საფრთხეს ავარიდოთ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ოჯახები დროებით ახლობლებთან დავაბინაოთ“, – განაცხადა გუბერნატორმა.
სოფელ ერკეთის დამეწყრილ ტერიტორიას გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები