ნათია კობერიძე მამა გაბრიელს გიჟსა და თვითმარქვიას უწოდებს – „იმედი გაქვთ, ეკლესიით შეშინებული ბნელეთი ვერ გაბედავს პროტეტს“
გიჟი, თვითმარქვია ბერი როგორაა უფრო დამსახურებული ვიდრე დამოუკიდებლობის იდეას შეწირული გმირი? – ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნათია კობერიძე წერს, რითაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩისათვის ბერი მამა გაბრილეის სახელის დარქმევას ეხმაურება.
„განგებ ამოიღეთ მიზანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სახელი და ვიღაც ბერით ჩაანაცვლეთ, იმედი გაქვთ, რომ ეკლესიით შეშინებული ბნელეთი ვერ გაბედავს პროტეტს!“ – წერს ჟურნალისტი.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის ნაწილსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის სახელი მიენიჭა.