გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას არ აპირებს

 

   გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხი დააყენოს. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან პსევდოარჩევნების აღიარების შემდეგ სანქციების გაუქმების საშუალება გამორიცხულია. ასეთი განცხადება ბერლინში გერმანული მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა გააკეთა. მისი თქმით, პსევდოარჩევნები მინსკის შეთანხმებებს არ შეესაბამება, ამიტომ ბერლინში მოსკოვის ოფიციალურ განცხადებებს, რომლებშიც სეპარატისტების მიერ ორგანიზებულ არჩევნებს აღიარებენ, ვერ იგებენ.
შტეფენ ზაიბერტმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთით შექმნილი სიტუაციის ფონზე, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება გამორიცხულია.
„იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა სანქციების გამკაცრების აუცილებლობა გაჩნდეს“, – განაცხადა ზაიბერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები