უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი გამარჯვებული დეპუტატი დაასახელა

 

      უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დონეცკის № 45 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შესახებ პროტოკოლს მოაწერა ხელი. პროტოკოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული უკრაინის სახალხო დეპუტატად ეფიმ ზვიაგილსკია აღიარებული. საგენტო „უნიანის“ ცნობით, შესაბამის პროტოკოლს კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მოაწერა ხელი. პარტია რეგიონების წევრმა ზვიაგილსკიმ ხმების 72,73% დააგროვა. შესაბამისად, ის კვლავ სახალხო დეპუტატი გახდა.
ცნობისთვის, ზვიაგილსკი რადას ყველა მოწვევის დეპუტატი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები