ალექსი პეტრიაშვილი: ირაკლი ალასანიას გადადგომის საკითხი არ განიხილება
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიას გადადგომის საკითხი არ განიხილება.
როგორც მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრას პარტიის ლიდერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.
“საუბარი შეეხება პოლიტიკური დღის წესრიგის ყველა ძირითად თემას”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა კოალიციის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გაიმართება.