ნიგერიაში ციხეზე თავდასხმის შედეგად, 132 პატიმარი გაიქცა

 

      ქვეყნის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის ემანუელ ოჟუკვუს ინფორმაციით, ნიგერიის ცენტრში, კოგის შტატში საცხოვრებელ პუნქტ კოტონ-კორიფშს შეიარღებული პირები ციხეს თავს დაესხნენ. ტერიტორიაზე შესაღწევად თავდამსხმელებმა დინამიტი გომოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ამ ციხეში „ბოკო ჰარამის“ დაჯგუფების ბევრი წარმომადგენელი სასჯელს იხდიდა. „ეჯენსი ფრანს პრესის“ ინფორმაციით, 132 პატიმარი გაიქცა.
კოგის გუბერნატორის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „თავდასხმის დროს ციხეში 145 პატიმარი იმყოფებოდა. ერთი მათგანი შეტაკების შედეგად გარდაიცვალა, რვა დაიჭირეს, ოთხი საკუთარი ნებით ჩაბარდა, დანარჩენები კი გაიქცნენ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები, საკუთარი მოაზროვნეების განთავისუფლების მიზნით, კოტონ-კარიფის ციხეს თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები