Le Point: უნგრეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს – მადიარი კურსს არ ცვლის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში ქვეყნის ძირითადი პოზიციების შენარჩუნებას აპირებს,- ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Point-ი წერს.

გამოცემის თანახმად, ბუდაპეშტი კვლავ ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ზოგიერთ ფორმას.

„უნგრეთი არ გაგზავნის არც იარაღს და არც სამხედროებს უკრაინაში“, – ნათქვამია მასალაში.

ამასთან, Le Point-ის შეფასებით, მადიარი ევროკავშირთან ურთიერთობებში უფრო პრაგმატულ მიდგომას ავლენს და ბრიუსელთან თანამშრომლობის გაღრმავებას ემხრობა. თუმცა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე მისი პოზიცია არსებითად არ შეცვლილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები