ლიბიის სამთავრობო ჯარები ბენგაზის ცენტრალურ რაიონებს აკონტროლებენ

 

  სამთავრობო ჯარები ლიბიის მეორე დიდი ქალაქის – ბენგაზის ცენტრალურ კვარტლებს, საზღვაო პორტს და აეროპორტს აკონტროლებნენ.
ტელეკომპანია Sky News Arabia-ს ინფორმაციით, ჯარმა სტრატეგიული ობიექტებისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა, გაძლიერებულია ბლოკსაგუშაგოების დაცვა.
მანამდე განაცხადეს, რომ ქალაქის ცენტრში რადიკალური ისლამისტების ძირითადი ძალებია გაფანტული, რომლებიც დასახლებული პუნქტის მოსახლეობას მრავალი თვის განმავლობაში ატერორებდნენ. 15 ოქტომბერს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, სამთავრობო ჯარმა ბენგაზზე მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. სახმელეთო ჯარებს, რომლის შემადგენლობაში ბენგაზის სპეცნაზი „ას-საიკა“ იმყოფებოდა, ჯავშანტექნიკა და საჰაერო ძალები მხარს უჭერდნენ. ავიაცია „ბოევიკებზე“ დარტყმებს განაგრძობს. სპეციალური ღონისძიებების მიმდინარეობისას, ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროების ხელში ასევე ბენგაზის სანავთობო პორტი იმყოფება, რომლის გავლით რადიკალებს შეიარაღება და „ცოცხალი ძალის“ დახმარება ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდან და საზღვარგარეთიდანაც მიეწოდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები