თალიბებმა პაკისტანისა და ინდოეთის საზღვარზე აფეთქების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს

 

   მოძრაობა „თალიბანმა“ პაკისტანის და ინდოეთის საზღვარზე აფეთქების ორგანიზების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ინციდენტის შედეგად 50 ადამიანზე მეტი დაიღუპა და დაახლოებით 200 დაშავდა.
თავიდან მიზეზად გაზის ბალონი სახელდებოდა, ახლა ტერაქტის ვერსიასაც არ გამორიცხავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
ინციდენტი ვაგახის ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მოხდა მაშინ, როდესაც ტრადიციული, ყოველდღიური ინდოეთის მესაზღვრეების და პაკისტანელი რეინჯერების მიერ დროშების ჩამოშვების ცერემონია სრულდებოდა. პოლიციის მონაცემებით, ტერაქტი შესაძლოა, კამიკაძემ მოახდინა, რადგან ცერემონიაზე ვაგახის მოსახლეობა და სტუმრები იმყოფებოდნენ. სოფელი ვაგახი ლახორის (პაკისტანის ადმინისტრაციული ცენტრი, პენჯაბი) და ინდოეთის ამრიტსარის (ინდოეთის შტატი, პენჯაბი) განაკვეთზე მდებარეობს და ორ საზღვარს შორის ერთადერთ საცხოვრებელ პუნქტად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები