ესტონეთმა მსახიობი ივან ოხლობისტინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
მსახიობი-მღვდელი ივან ოხლობისტინი ესტონეთში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ოხლობისტინი შავ სიაშია შეტანილი. გადაწყვეტილების მიზეზებზე სამინისტროში არ ისაუბრეს, უწყებაში არც ესტონეთში შესვლის აკრძალვის ვადებზე განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ივან ოხლობისტინი პერსონა ნონ გრატად ლატვიამ გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება, ლატვიის ოფიციალური პირების განმარტებით, ოხლობისტინის ეთნიკური კონფლიქტების გაღვიძებაზე ორიენტირებული განცხადებების გამო მიიღეს. გარდა ამისა, პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ოხლობისტინის გეებზე განცხადებითაცაა განპირობებული. მსახიობის აზრით, „გეები ღუმელში უნდა დაწვან“.
ცნობისთვის: ივან ოხლობისტინს უკრაინამ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.