ოზურგეთში თემაზე – „არა ნარკოტიკს“ კონფერენცია ჩატარდა

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, თემაზე „არა ნარკოტიკს“ კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ნარკოტიკული საშუალებების მავნე ზემოქმედების შესახებ სხვადასხვა ნამუშევრები წარმოადგინეს და ამ სენის დამარცხების გზები განიხილეს.
პროკურორები კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებს ნარკოტიკული დანაშაულის სამართლებრივ მხარეზე ესაუბრნენ.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის მიერ გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ოზურგეთის რაიონული პროკურატურის სახელით სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და ახალგაზრდების ინფორმირებასა და დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები