შენდეროვიჩი: პუტინი მორიგ ომს გააჩაღებს, ეს პრაქტიკულად გარდაუვალია

რუსი მწერლისა და სატირიკოსის ვიქტორ შენდეროვიჩის ვარაუდით, რუსეთს უახლოეს მომავალში ომი ელოდება. ამის შესახებ შენდეროვიჩმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ვებგვერდზე, საკუთარ ბლოგში განაცხადა.
„დააყენეთ საკუთარი თავი პუტინის ადგილას, თავს ძალა დაატანეთ და სამყაროს მისი თვალებით შეხედეთ – თქვენ მიხვდებით, რომ მორიგი ომი პრაქტიკულად გარდაუვალია. უკრაინა აქ არაფერ შუაშია. არაფერ შუაშია აქ „ნოვოროსია“, მტრები-პინდოსები და ჩვენი ამოუცნობი სულიერება – ეს ყველაფერი მხოლოდ პატრიოტული ცეკვის დიდი სახალხო კოლექტივის გადაცვლის პუნქტის ტაბლოს ციფრებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა“, – დაწერა შენდეროვიჩმა.
მწერლის აზრით, რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერა დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტების მიმართ გულწრფელი არ არის.
შენდეროვიცის თქმით, ჯერ კიდევ გუშინ ეს მრავალმილიონიანი კოლექტივი ყირიმის მწვანე კაცუნებით ამაყობდა. დღეს კი ხელფასის ასაღებად მისული შეშფოთებით სალაროს უყურებს. შენდეროვიჩის აზრთ, ხალხის ყურადღება სასწრაფოდ სხვაგან უნდა იქნეს გადატანილი.
შენდეროვიჩის მტკიცებით, ომს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, რაც რუსეთის მოქმედ ხელისუფლებას მთავრობაში „სიკვდილამდე“ ყოფნაში დაეხმარება.
„მასობრივი იდიოტური ეიფორიით დაწყებული წელიწადი სრულდება ისე, როგორც ნებისმიერი ეიფორია მთავრდება – რეალობასთან მკაცრი შეხვედრით. რუბლი უკვე კი არ მისრიალებს, არამედ მიფრინავს ქვემოთ. უკრაინა ათობით წელიწადითაა დაკარგული და ნატოს ჯარები დგებიან არა პოლონეთში, არამედ – პირდაპირ პერიმეტრზე. ეს კრემლის პოლიტოლოგების გარდა ყველასთვის ცხადი პუტინის სრული ფიასკოა“, – აღნიშნა შენდეროვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები