დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“ სეპარატისტებმა არჩევნების შედეგები გამოავლინეს

დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა უკრაინის აღმოსავლეთში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არჩევნების საბოლოო შედეგები გამოავლინეს.
საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად, „დონეცკის რესპუბლიკაში“ ალექსანდრე ზახარჩენკომ, ხოლო „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ – იგორ პლოტნიცკიმ გაიმარჯვა.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფროსმა სერგეი კოზიაკოვმა განაცხადა, რომ „არჩევნების შედეგების თანახმად, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც დროებით ლტოლვილები ცხოვრობენ, პლოტნიცკიმ 63,8% დააგროვა.“
ალექსანდრე ზახარჩენკომ, რომელიც ბოლო პერიოდში თვითაღიარებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ითვლებოდა ე.წ. პრემიერ- მინისტრად, არჩევნების შედეგების თანახმად 765 ათასი ხმა მიიღო.
რუსეთის მთავრობამ ეს არჩევნები აღიარებულად ჩათვალა, კიევში კი ამას ფარსი და მინსკის მოლაპარაკებების დარღვევა უწოდეს.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ არჩევნები დაახასიათა, როგორც „ახალი წინააღმდეგობა მშვიდობის გზისკენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები