ნოდარ ბოკერია: „ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრინციპად ჩამოყალიბდა ის, რომ ღირსებით და მშვიდობით უნდა ვიაროთ ევროპისკენ და არა იმ დათმობებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“

„26 მაისს ჩვენ ვნახეთ სრულიად კონსოლიდირებული ერი ამ დღის, ერთმანეთის და ქრისტიანობის პატივსაცემად, თუმცა ჩვენთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან მიღებული დავალებით, კვლავ გადაწყვიტა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლა“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნოდარ ბოკერიამ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა. მან თავის გამოსვლაში ქართველი ხალხისთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე და ამ დღეს რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ისაუბრა. ნოდარ ბოკერიას თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და ერთადერთ გამოსავლად ქვეყნის არაკეთილმოსურნეებთან გარიგებების დადება და დავალებების მიღება ესახება. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ერთ მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, მეორე მხარეს კი პროეროვნულად მოაზროვნე ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, რომელმაც ქვეყანა იმ კონდიციამდე მიიყვანა, რომ დღეს საქართველოს ბედი წყდება საქართველოში.

„კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ 26 მაისი. დღე, როდესაც ჩვენ პატივი მივაგეთ არამხოლოდ ისტორიულ გამარჯვებას, არამედ იდეას, რომელმაც ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე გააერთიანა. ეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა. ჩვენ ისტორიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენმა წინაპრებმა თავი შესწირეს იმას, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვრა, თუმცა დამოუკიდებლობა ერთჯერადი მოცემულობა არ არის და მას ყოველთვის გაფრთხილება და გაძლიერება ჭირდება.

ჩვენთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან მიღებული დავალებით, კვლავ გადაწყვიტა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლა. თუმცა ამ დღესვე გამოჩნდა, რომ ხალხის მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ ფაქტობრივად არ არსებობს.

ერთ მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, მეორე მხარეს კი პროეროვნულად მოაზროვნე ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, რომელმაც ქვეყანა იმ კონდიციამდე მიიყვანა, რომ დღეს საქართველოს ბედი წყდება საქართველოში. სწორედ ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრინციპად ჩამოყალიბდა ის, რომ ღირსებით და მშვიდობით უნდა ვიაროთ ევროპისკენ და არა იმ დათმობებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები