რუმინეთმა კონსტანცაში რუსეთის გენერალური საკონსულო დახურა

რუმინეთმა ქალაქ კონსტანცაში რუსეთის გენერალური საკონსულო დახურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუმინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა.

რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებით, რუსეთის გენერალური კონსული „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდება.

“ამ სიტუაციაში, კონსტანცაში რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

რუმინეთის ხელისუფლებამ მომხდარი ქვეყნის საჰაერო სივრცისა და უსაფრთხოების დარღვევად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები