ლევან არველაძე: ,, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა და ამ დროისთვის 2 636 851,6 ათასი ლარით განისაზღვრა’’

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც ლევან არველაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა ჯამში 45 023,9 ათასი ლარით იზრდება და 2 636 851,6 ათას ლარს შეადგენს.

,,დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია, რასაც აუცილებლად დავუჭერთ მხარს. ბიუჯეტის მოცულობა ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა და ამ დროისთვის 2 636 851,6 ათასი ლარით განისაზღვრა.

კონკრეტული ცენტრალური ტრანსფერი კი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელდა, 35 მილიონი ლარს შეადგენს და ის მიზნობრივად, საჯარო სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება. საერთო ჯამში მცირე და დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 176 სკოლას ჩაუტარდება, რაც ასევე მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ფაქტია’’,-განაცხადა ლევან არველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები