პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქუთაისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ესტუმრნენ

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქუთაისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ესტუმრნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ზურაბ სვანაძე შეხვდა და მათთან ერთად იმიტირებულ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

სკოლის მოსწავლეების უშუალო ჩართულობით მოხდა იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, მოსწავლეები სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესებსა და პროცედურებს გაეცნენ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები