არჩილ გორდულაძე: კოლექტიური გვარამიების რეგიონებში გასვლა კრახისთვის არის განწირული

“2026 წელს, გაზაფხულზე კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს შეხვდნენ. ამინდები გაფუჭდა და სიარულს თავი დაანებეს”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური გვარამიების რეგიონებში გასვლა ისეთივე კრახისთვის არის განწირული, როგორც რევოლუციის მათი ხუთი მცდელობა.

„რევოლუციის ხუთი მცდელობა არ გამოუვიდათ, 10 არჩევნებში დამარცხდნენ. 2026 წელს, გაზაფხულზე კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ კარს მიღმა თავიანთ პარტაქტივს, თავიანთ თავებს შეხვდნენ. ამინდები რომ გაფუჭდა, სიარულს თავი დაანებეს. როგორ წარმოგიდგენიათ, ნიკა გვარამია ბორჯომში ან კახეთში რომ ჩადის და ფერმერს ესაუბრება, მისი განცხადებების ფონზე, რომელიც „ბორჯომისა“ და ქართული ღვინოს თაობაზე აქვს გაკეთებული. ასეთი კოლექტიური გვარამიების რეგიონებში გასვლა ისეთივე კრახისთვის არის განწირული, როგორც რევოლუციის ხუთი მცდელობა რომ ჰქონდათ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები