ელისო ჩაფიძე: პარლამენტი ვეტოს არ დაძლევს, ამის არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია

დეპუტატ ელისო ჩაფიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვეტო ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კონსტრუქციული იყო.
როგორც დეპუტატმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტი ვეტოს არ დაძლევს. ამასთან, ჩაფიძე ამბობს, რომ ე.წ. გასაღები უნდა იყოს ძალოვანი სტრუქტურების ხელში, თუმცა, ამ სტრუქტურებს სჭირდებათ ძლიერი კონტროლი, რათა ეს უფლება ბოროტად არ იქნეს გამოყენებული.
„უზნეობაა ის სპეკულაციები, თითქოს უმრავლესობას არ ჰქონდა 76 ხმა ვეტოს დასაძლევად. მოგეხსენებათ, ახალი კონსტიტუციით, ვეტოს დაძლევა გაცილებით უფრო გამარტივებულია. აქ უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტის ვეტო გახლდათ არა დესტრუქციული, არამედ კონსტრუქციული, ანუ მან ვეტო კი არ დაადო კანონის ძალაში შესვლას, არამედ მან შემოგვთავაზა 4 პუნქტი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც აღნიშნული კანონპროექტი იქნება მიღებული. ეს დემოკრატიული და მისაღები პროცესია”, – განაცხადა ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები