ბოსფორის ყურესთან გემი ათობით მიგრანტთან ერთად ჩაიძირა

თურქეთის სანაპირო დაცვა შავ ზღვაში ჩაძირული გემის მგზავრებს ეძებს. გემი სტამბოლთან ახლოს მიგრანტებთან ერთად ჩაიძირა. წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 4 ადამიანია დაღუპული.
თურქული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმაციით, დაღუპულების რაოდენობა, შესაძლებელია, ბევრად დიდი იყოს. ამ დროისთვის 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. თურქეთის სამაშველო სამსახურების მონაცემებით, გემზე ათობით მიგრანტი იმყოფებოდა.
სტამბოლის გუბერნატორის პრესსამსახურის განცხადებით, სანაპირო დაცვის სამსახურმა დახმარების შესახებ სიგნალი დღეს ღამით მიიღო. გემი ბოსფორის ყურიდან რამდენიმე მილის მოშორებით ჩაიძირა. არსებობს მონაცემები, რომ გემი რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მიემართებოდა.
ცნობისთვის, არალეგალური მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთის გავლით მიემგზავრებიან. ხშირად ისინი ძველ, უხარისხო გემებს იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები