ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და „თბილსერვისის“ ორგანიზებით, მარჯანიშვილის 16-ის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 80-იან წლებში მეტროსადგურ “მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელი უნდა განთავსებულიყო, თუმცა მშენებლობა შეჩერდა.
მოსახლეობა გვირაბს წლების განმავლობაში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენით ანაგვიანებს. „თბილსერვისმა“ ტერიტორია მძიმე ტექნიკის დახმარებით დაასუფთავა და მოსახლეობას მოუწოდა, ნარჩენების დაყრისაგან თავი შეიკავოს.