რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის პრემიერი ვიქტორ პონტა ლიდერობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატების ლიდერი ვიქტორ პონტა ლიდერობს. არსებული მონაცემებით, რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ 18847 საარჩევნო უბნიდან 10594 უბნის მონაცემები გადაამუშავა. ვიქტორ პონტას ამომრჩეველთა ხმების 39,57% აქვს, მის მოწინააღმდეგე, ნაციონალ-დემოკრატების წარმომადგენელს და ქალაქ სიბიუს მერს კლაუს იოჰანისს კი -30,19%.
მესამე ადგილზე სენატის თავმჯდომარე კელინ პოპესკუ-ტერიჩანი იმყოფება, რომელმაც ხმების 5,83% დააგროვა.
გამარჯებისთვის რუმინული მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს ხმების 50% სჭირდება. „იტარ-ტასის“ ცნობით, რუმინეთში მეორე ტურის ჩატარება გარდაუალია.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში 2 ნოემბერს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 50,95%-მა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები