კანადურმა საჰაერო ძალებმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს პირველი დარტყმა მიაყენეს

კანადურმა ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების „ბოევიკების“ პოზიციებს პირველი დარტყმები მიაყენა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
„კანადურმა გამანადგურებლებმა F-18 „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებზე“ პირველი დარტყმა განახორციელეს. ყველა ეკიპაჟი ბაზაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა“, – განაცხადეს სამინისტროში.
საერთო ჯამში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად კანადის მთავრობამ F-18 ტიპის 6 გამანადგურებელი, 2 თვითმფრინავ-მზვერავი CP-140 Aurora და 1 საწვავგადამზიდავი თვითმფრინავი Airbus СС-150 Polaris გააგზავნა. კანადური კონტინგენტი ქუვეითის ავიაბაზაზე განლაგდა, სადაც „საჰაერო მისიის მხარდასაჭერად“ ასევე 600 სამხედრო იმყოფება.
როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, კანადური ავიაცია ისლამისტების პოზიციებს დაბომბავს არა მარტო ერაყის ტერიტორიაზე. ჰარპერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სამხედროები სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები