რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის საუღლეტეხილო მონაკვეთზე შეზღუდვებია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიი ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 136-კმ 152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ძლიერი თოვა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები