ბრიუსელში სიერა-ლეონედან ჩასული მგზავრი ებოლას სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბრიუსელში სიერა-ლეონედან ჩასული მგზავრი ებოლას ვირუსის სიმპტომებით სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავიაკომპანია „ბრიუსელის ავიახაზების“ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა დაავადებული ფრენის დროს აღმოაჩინეს და მისი სხვა მგზავრებისგან იზოლირება მოახდინეს. ავიალაინერის დაჯდომისას დაინფიცირებულს აეროპორტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა. არის თუ არა მგზავრი დაავადებული ებოლათი, რამდენიმე დღეში გაირკვევა, როდესაც მისი ანალიზების პასუხები იქნება მზად.
შეგახსენებთ, რომ ბელგიაში ადრე სასიკვდილო ვირუსით შესაძლო დაავადების შესახებ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა ანალიზი უარყოფითი აღმოჩნდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსით დაინფიცირებულთა მსხვერპლმა დასავლეთი აფრიკის ქვეყნებში 5000 ადამიანს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები