2015 წელს რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება

2015 წლის ბიუჯეტში სამინისტროების დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი – ბიუჯეტის პროექტის კონკრეტული პარამეტრები მინისტრთა კაბინეტს დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააცნო. როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია და შესაბამისად, ყველაზე დიდი ზრდა – 25 მილიონი ლარით ჯანდაცვის სფეროში განხორციელდება. მისივე თქმით, 15-15 მილიონი ლარით იზრდება შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სპორტის სამინისტროების ბიუჯეტებიც.
„დაფინანსება გაეზარდა ძალიან ბევრ უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით 25 მილიონით არის გაზრდილი, აქედან ნაწილი მოხმარდება სექტემბრიდან სოციალურად დაუცველებისათვის პენსიის ზრდას, ქულების მიხედვით, ანუ, როგორც ისინი სოციალურ დახმარებას იღებენ. მაქსიმალური ზრდა იქნება 25 ლარი თვეში. 15 მილიონი ლარით გაეზრდა თავდაცვის ბიუჯეტი, 15 მილიონით გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიც,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები