კახეთში სამი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა–მთიანეთსა და კახეთში კიდევ სამი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
სააგენტოს ინფორმაციით, თავისუფლების აღკვეთის შემდეგ, შ. ი. და და კ. ი, პირობითი მსჯავრის მოსახდელად, აღრიცხვაზე მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში დადგნენ.
მათთან ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ მათ ოჯახებს მატერიალური პრობლემები აწუხებდა და დასაქმების სურვილს გამოთქვამდნენ. პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, შ. ი. და და კ. ი. მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ მუხრანში სასმელის წყლის რეზერვუარის მშენებლობაზე დაასაქმა. პრობაციონერები ყოველდღიურად 30 ლარს გამოიმუშავებენ.
კახეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, კორპორაცია ”ქინძმარაულის” ღვინის ქარხანაში მუშად დასაქმდა კ. ყ. პრობაციონერის ყოველდღიური ანაზღაურება 18 ლარს შეადგენს . პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 2014 წელს უკვე 131 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები